WwW.DiTrIx.Tk
ხუთშაბათი, 2024-04-25, 7:18 PM
» საიტის მენიუ
თამაშები
ფილმები
მუსიკა
პროგრამები
სპორტი
თრეილერები
სურათები
სხვადასხვა
» მინი-ჩეთი
» რეკლამა
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 11 » Linkin Park
2:42 PM
Linkin Park

შემსრულებელი: Linkin Park
ჟანრი: ნიუ მეტალი, რეპკორი
წელი: 1999_დან 2007_მდე
წევრები:
ჩესტერ ბენინგტონი (ვოკალი)
რობ ბოურდონი (დასარტყამი ინსტრუმენტი)
ბრედ დელსონი (გიტარა)
დეივ "ფენიქს" ფარელი (ბასგიტარა)
მაიკ შინოდა (ვოკალი, ქიბორდი)
ჯო ჰანი (დიჯეი)

[/b]მოკლე აღწერა:
ეს არის Linkin Park_ის აუდიო და ვიდეო ვერსიები რომელიც ჩაწერეს 1999 წლიდან 2007 წლამდე ჯგუფის წევრებმა.

Linkin Park. ბიოგრაფია

ლინკინ პარკი

ჩამოყალიბების ადგილი: ლოს ანჟელესი, კალიფორნია, აშ
აქტივობის წლები: 1996-დღემდე
ჟანრი: ნიუ მეტალი, რეპკორი

წევრები:
ჩესტერ ბენინგტონი (ვოკალი)
რობ ბოურდონი (დასარტყამი ინსტრუმენტი)
ბრედ დელსონი (გიტარა)
დეივ "ფენიქს" ფარელი (ბასგიტარა)
მაიკ შინოდა (ვოკალი, ქიბორდი)
ჯო ჰანი (დიჯეი)

ყოფილი წევრები:
სკოტ კოზიოლი (ბას გიტარა)
მარკ ვეიქფილდი (ვოკალისტი)

1994 წელს,არიზონას შტატ ქალაქ ფენიქსში სწავლის დასრულებისთანავე ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს, რომლის სახელი იყო გრეი დეიზი ( Grey Daze).ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: No Sun Today და Wake Me.
ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ამასობაში, 1996 წელს, გიტარისტმა ბრედ დელსონმა და რეპერმა მაიკ შინოდამ მეგობარ დრამერთან, რობ ბოურდონთან ერთად ჩამოაყალიბეს თავიანთი ჯგუფი სახელად სუპერქსერო. ჰანი და ფარელი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ, შეიცვალა ბენდის სახელი და მას უწოდეს ქსერო. შემდეგ დაემატათ ვოკალისტიც - მარკ ვეიკფილდი და ჯგუფმა ჩაწერა პირველი დემო. ჩანაწერი გაუგზავნეს რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიას, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. მალე ვეიქფილდმა ჯგუფი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ შინოდამ ახალი ვოკალისტის ძებნა დაიწყო, ხოლო დელსონმა უორნერ ბაზერსის ხმის ჩამწერ კომპანიის წარმომადგენელთან დაიწყო მოლაპარაკებები. სულ მალე ჯგუფს ახალგაზრდა ვოკალისტი, წარმოშობით ფენიქსელი ბენინგტონი შეუერთდა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა სახელი კიდევ შეიცვალა და გახდა Hybrid Theory.

უორნერ ბრაზერსმა ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება 1999 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მათ სახელის შეცვლა მოსთხოვეს, რადგან Hybrid-ზე საავტორო უფლება ინგლისურ ელექტრონულ ბენდს ეკუთვნოდა. განიხილებოდა სახელწოდების მრავალი ვარიანტი. ბოლოს ბენინგტონმა წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელწოდებად აერჩიათ ლინკოლნ პარკი (Lincoln Park), რადგან ჯგუფ ყოველ დღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, როდესაც თავიანთი სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა სახელწოდება ლინკინ პარკი (Linkin Park) .

ლინკინ პარკის სადებიუტო ალბომი Hybrid Theory 2000 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა. დეკემბერში ჯგუფმა პირველი ქვეყნის მასშტაბით გახმაურებული კონცერტი გამართა. შინოდამ სპეციალურად ამ კონცერდისთვის დაწერა სიმღერა "My December".

2001 წლის დასაწყისში ბენდში დაბრუნდა ფარელი და გამოვიდა მეორე სინგლი: "Crawling", რომელმაც 2002 წელს გრემი დაიმსახურა ნომინაციაში "საუკეთესო კომპოზიცია ჰარდ როკის ჟანრში. 2001 წელსვე გამოვიდა მესამე სინგლი "In the End". ეს გახდა იმ დროისათვის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. ამ წლის სექტემბერში გამოვიდა მათი პირველი დივიდი.

ნოემბერში ჯგუფის მეგობრის, ჯესიკა ბარდასის, წინადადებით ჩამოყალიბდა ლინკინ პარკის ფანკლუბი და შეიქმნა Linkin Park Underground (LPU). ფანკლუბის წევრები ყოველწლიურად იღებენ საჩუქრების კრებულს: მაისურებს, სიდის და სხვადასხვა ნივთებს.

2002 წლის დასაწყისში მოეწყო მათი პირველი ტურნე სახელწოდებით Projekt Revolution.
ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი ალბომი Reanimation, რომელშიც ძველი სიმღერების რემიქსები შევიდა.
მოგვიანებით 2002 წელს დაიწყეს მუშაობა ალბომზე Meteora.ამ აალბომის პირველი სინგლი, "Somewhere I Belong", 2003 წლის თებერვალში გამოვიდა. ხოლო ალბომი - მარტის ბოლოს. გამოშვებიდან პირველივე კვირას მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი. ალბომის გამოშვების შემდეგ მოაწყეს მეორე ტურნე, რომელსაც მოჰყვა სინგლის "Faint" გამოშვება. 2003 წელს მეტალიკას საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი "Numb" და მასზე კლიპი პრაღაში გადაიღეს.
2003 წლის ნოემბერში გამოვიდა დივიდი Live in Texas.
2004 წლის დასაწყისში ბენდმა "Meteora-ს მსოფლიო ტურნე დაიწყო. ტურნეს შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური კლიპი სიმღერაზე " "Breaking the Habit".

2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეიზისთან (Jay-Z)და შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course.

2005 წელი შემოქმედებითად საკმაოდ მშვიდი აღმონდა ლინკინ პარკისთვის. მათი საქმიანობა ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობით შემოიფაქგლებოდა.

2005 წლის ივლისში შინოდამ გამოაცხადა ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული პროექტის - Fort Minor და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მცდელობა, დაჰბრუნებოდა "ფესვებს" . სოლო ალბომზე "The Morning After", მოშაობა დაიწყო ბენინგტონმაც. რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ჯგუფის დაშლის შესახებ. თუმცა შინოდამ და ბენინგტონმა ეს ჭორი უარყვეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბენინგტონმა განაცხადა, რომ ახალი ალბომი განსხვავებლი იქნება ძველებისგან, რომლებიც ჰარდ როკისა და რეპის ნაზავს წარმოადგენს. მისი თქმით, ახალ ალბომში შესული კომპოზიციები შედარებით მელოდიური და ნაკლებად მძიმე იქნება.

1999 hybrid theory (აუდიო ვერსიები)
DOWNLOAD

2000 hybrid theory (აუდიო ვერსიები)
DOWNLOAD

კატეგორია: მუსიკა | ნანახია: 1006 | დაამატა: ELninoKAMAEL | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
ემაილი:
ხელმოწერა:
კოდი *:
» ამინდი
bloguez.com
» ძებნა
» რეკლამა
» რეკლამა
» ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 96
» info
IP
» music

Upload Music
» TOP
widgeo.net
Copyright MyCorp © 2024